ტექსტის დაკორექტირების ფასები Téma indítója: Rusudan Tabatadze
|
ტექსტის დაკორექტირების ფასების დაზუსტება მჭირდება. ვინმე ხომ არ დამეხმარება? სიტყვების, სიმბოლოების თუ გვერდების მიხედვით? წინასწარ დიდი მადლობა. | | |
კორექტირება/რედაქტირება უფრო საათობრივად ანაზღაურდება. თუმცა, მოლაპარაკების საგანია მაინც. | | |
საათობრივად ვიდეო/აუდიო მასალას (სცენარებს) ვთარგმნი, მაგრამ ამჟამად თარგმნილი ტექსტის დაკორექტირება მჭირდება და მაინტერესებს ფასები, რადგან ვფიქრობ, სასურველია ყველა პროფესიონალს გვქონდეს ერთი აზრი, რომ პოტენციური დამსაქმებელი არ დაფრთხეს. მართალი არ ვარ? მთავაზობენ გვერდების მიხედვით და ჩემ პასუხს ელიან. როგორ მოვიქცე, გთხოვთ დამეხმარეთ. | | | Maya Gorgoshidze Grúzia Local time: 22:14 Tag (2004 óta) angol - grúz + ... A fórum moderátora რედაქტირების ფასები | Jun 26, 2016 |
განმარჯობა, რუსა!
ტექსტის სირთულის მიხედვით, პირადად ჩემი რედაქტირების ფასები ასეთია: 45 ან 50 დოლარი საათში, 0.05 ან 0.06 დოლარი ინგლისურ სიტყვაში. ჯერჯერობით, გვერდის ფასი არავის უკითხავს და ... See more განმარჯობა, რუსა!
ტექსტის სირთულის მიხედვით, პირადად ჩემი რედაქტირების ფასები ასეთია: 45 ან 50 დოლარი საათში, 0.05 ან 0.06 დოლარი ინგლისურ სიტყვაში. ჯერჯერობით, გვერდის ფასი არავის უკითხავს და აზრსაც მოკლებულია, რადგან ერთ გვერდზე სიტყვების სხვადასხვა რაოდენობის დატევა შეიძლება, ფორმატირების მიხედვით. მახსოვს, მრავალი წლის წინ ერთმა კომპანიამ გვერდების რაოდენობით მთხოვა შეფასება. ასეთ შემთხვევაში, უნდა ვიანგარიშოთ, რომ ერთ გვერდზე ეტევა დაახლოებით 1800 სიმბოლო ან 300 ინგლისური სიტყვა, ანუ ერთი გვერდის რედაქტირების ფასი გამოდის 15-20 დოლარი. ზოგადად, რედაქტირების ფასი დაახლოებით თარგმანის ფასის მესამედზე ოდნავ მეტი უნდა იყოს. ანუ, თუ თარგმანის ფასია 0.15 დოლარი სიტყვაში, რედაქტირების მინიმალური ფასი გამოდის 0.05 დოლარი.
კეთილი სურვილებით,
მაია ▲ Collapse | |
|
|
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის. საქმე იმაშია ადგილობრივი დამსაქმებელი თუ გადაიხდის ასე. ვიმედოვნებ. | | |
Rusa Tabatadze wrote:
საათობრივად ვიდეო/აუდიო მასალას (სცენარებს) ვთარგმნი, მაგრამ ამჟამად თარგმნილი ტექსტის დაკორექტირება მჭირდება და მაინტერესებს ფასები, რადგან ვფიქრობ, სასურველია ყველა პროფესიონალს გვქონდეს ერთი აზრი, რომ პოტენციური დამსაქმებელი არ დაფრთხეს.  მართალი არ ვარ? მთავაზობენ გვერდების მიხედვით და ჩემ პასუხს ელიან. როგორ მოვიქცე, გთხოვთ დამეხმარეთ.
რუსა, მაშინ, ალბათ, აჯობებს სთხოვო ტექსტი და გადახედო ხარისხს. თუ ხარისხი ნორმალურია, 20-25 აშშ დოლარის მესამედი შეიძლება 1 გვერდში, თუ გვერდზე სიტყვების რაოდენობა 250-300 სიტყვას არ აღემატება. თანაც, წინასწარ განსაზღვრე დამკვეთთან ეს უკანასკნელი პირობა.
[Edited at 2016-06-26 15:41 GMT] | | |
დიდი მადლობა. თუ სწორად მახსოვს თქვენ იურიდიულ თარგმანებზე მუშაობთ, არა? | | | Maya Gorgoshidze Grúzia Local time: 22:14 Tag (2004 óta) angol - grúz + ... A fórum moderátora ადგილობრივი დამსაქმებელი... | Jun 26, 2016 |
Rusa Tabatadze wrote:
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის. საქმე იმაშია ადგილობრივი დამსაქმებელი თუ გადაიხდის ასე.  ვიმედოვნებ.
რუსა, წარმოდგენა არ მაქვს ადგილობრივ ფასებზე
ალბათ, ამ შემთხვევაში ადგილობრივად ვინც მუშაობს იმას უნდა ჰკითხოთ.
წარმატებებს გისურვებთ,
მაია | |
|
|
Rusa Tabatadze wrote:
დიდი მადლობა. თუ სწორად მახსოვს თქვენ იურიდიულ თარგმანებზე მუშაობთ, არა?
მათ შორის. | | |
ხშირად მომდის იურიდიული( ძალოვანი სტრუქტურებიდან) თარგმანები და ვიფიქრე, იქნებ თანამშრომლობა შემდგარიყო? | | | რა თქმა უნდა | Jun 26, 2016 |
Rusa Tabatadze wrote:
ხშირად მომდის იურიდიული( ძალოვანი სტრუქტურებიდან) თარგმანები და ვიფიქრე, იქნებ თანამშრომლობა შემდგარიყო?
რა თქმა უნდა. ხომ გაქვს ჩემი მობილური? | | | To report site rules violations or get help, contact a site moderator: You can also contact site staff by submitting a support request » ტექსტის დაკორექტირების ფასები Trados Studio 2022 Freelance | The leading translation software used by over 270,000 translators.
Designed with your feedback in mind, Trados Studio 2022 delivers an unrivalled, powerful desktop
and cloud solution, empowering you to work in the most efficient and cost-effective way.
More info » |
| Protemos translation business management system | Create your account in minutes, and start working! 3-month trial for agencies, and free for freelancers!
The system lets you keep client/vendor database, with contacts and rates, manage projects and assign jobs to vendors, issue invoices, track payments, store and manage project files, generate business reports on turnover profit per client/manager etc.
More info » |
|
| | | | X Sign in to your ProZ.com account... | | | | | |